9 ნოემბერს, 13.00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი ს/ს ცენტრი და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი გამართავენ შეხვედრას ცნობილ მთარგმნელთან, მაჩაბლის პრემიის ლაურეატ მანანა ანთაძესთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მანანა ანთაძის ახალი თარგმანი: შექსპირის ,,რიჩარდ II’’, რომელიც ეძღვნება აწ განსვენებულ პროფესორს, ბატონ თემურ კობახიძეს.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 36. თსუ-ს მეხუთე კორპუსი, მეორე სართული, ნიკო ყიასაშვილის სახელობის აუდიტორია (208)